23.11.2024

ვლადიმერ პუტინი – ჩვენ არ გვსურს, რუსეთში ლტოლვილების სახით მებრძოლები მივიღოთ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მათ არ სურთ, რომ ქვეყანაში ლტოლვილების სახით მებრძოლები მიიღონ.

„ეს მნიშნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ავღანეთში არსებული ვითარება პირდაპირ კავშირშია რუსეთის უსაფრთხოებასთან.

„ვინ არიან ეს ლტოლვილები? რა ვიცით? ისინი შესაძლოა, ათასობით და ასი ათასობით იყვნენ, მილიონობითაც. ჩვენ კი, ჩვენს უახლოეს მოკავშირეებთან და მეზობლებთან სავიზო შეზღუდვაც არ გაგვაჩნია“, – განაცხადა პუტინმა.

მან გააკრიტიკა დასავლეთიც ავღანელი მიგრანტების შუა აზიაში განთავსების მცდელობისთვის, ვიდრე ისინი აშშ-ის ან სხვა ქვეყნებისგან ვიზებს მიიღებენ.

„გამოდის, რომ ამ ქვეყნებში, ჩვენს მეზობლებთან მათი უვიზოდ გაგზავნა შეიძლება და თავისთან უვიზოდ მიღება არ სურთ?“, – აცხადებს პუტინი.

პუტინი აღნიშნავს, რომ „არ სურთ, რამენაირად განმეორდეს ის, რაც 90-იანებში, შუა 2 000-იანებში ჰქონდათ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ფაქტობრივად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img