23.11.2024

როგორ დავიცვათ ბავშვები დელტა შტამისგან – ექიმ კომაროვსკის რეკომენდაციები

mshoblebi.ge

კოვიდპანდემიის პირობებში უფროსების მთავარი საზრუნავი ბავშვებია. ზრდასრულების დასაცავად ვაქცინაციაა რეკომენდებული, ბავშვები კი სრულიად დაუცველები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყნებში 12 წლიდან მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო, ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს და მითუმეტეს, არანაირი თავდაცვის საშუალება არ არსებობს 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. როგორ დავიცვათ ამ ასაკის ბავშვები კორონავირუსისგან, უფრო სწორად კი ბოლო დროს გავრცელებული დელტა შტამისგან? – ამ კითხვას ცნობილი უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი პასუხობს:
– არავითარი სპეციფიური დაცვა ბავშვთა ასაკისთვის არ არსებობს. ამიტომ პატარები განსაკუთრებულად საჭიროებენ კარგად განიავებულ სივრცეებში ყოფნას. თუწასვლას აპირებთ ისეთ ადგილას, სადაც ეჭვობთ, რომ შენობა სრულფასოვნად არ ნიავდება, ჯობია ასეთ ადგილას საერთოდ არ წაიყვანოთ ბავშვი.
ვინაიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პირბადე რეკომენდებული არ არის, მათთვის განსაკუთრებით აქტუალურია კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანა, ხალხისგან დისტანცირება, განიავებული სივრცე. ბავშვს არ უნდა მისცეთ უცხო ადამიანებთან კონტაქტის საშუალება, დედამ კი, თუ ის საღ აზრზეა, ბავშვი ხალმრავალ ადგილებს უნდა მოარიდოს: ბაზრობა, ბაზარი, დიდი სუპერმარკეტები ზრდასრულმაც შეზღუდულად უნდა გამოიყენოს და ისიც აუცილებლად ბავშვის გარეშე.
თუ ფინანსური საშუალება ხელხს გიწყობთ, ნუ დაინანებთ ფულს ონლაინ მაღაზიებისთვის.
რაც შეეხება დელტა ვარიანტს ბავშვებში, დაავადების გამოსაწვევად საკმარისია ვირუსის მინიმალური დოზაც კი, სამაგიეროდ ჯერ-ჯერობით არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება, რომ დელტა შტამი ბავშვებში უფრო მძიმე ავადობას იწვევს.

თუმცა, ვინაიდან ავადობის სიმძიმე მაინც ვირუსის დოზაზეა დამოკიდებული და რადგან დელტა შტამისთვის მინიმალური დოზაც საკმარისია, თეორიულად, სწორედ ეს უნდა იწვევდეს დაავადების უფრო მძიმედ გამოხატულებას. მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ამ დასკვნის შემცველი ოფიციალური სამეცნიერო ნაშრომი არ არსებობს. შეხედულებას, რომ დელტა ვარიანტი ბავშვეში უფრო მძიმედ მიდის, ვერც ერთი სამეცნიერო მტკიცებულებით ვერ გავამყარებთ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img