TV PIRVELI

გიორგი გახარიას პარტია მერობის კანდიდატად ტატა ხვედელიანს წარადგენს. ხვედელიანი გახარიას მინისტრობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუსაობდა. პარტია “საქართველოსთვის” მერობის კანდიდატის გარდა საკრებულოს კანდიდატების  სიასაც წარადგენს. 

ღონისძიება მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში 19:00 საათზე დაიწყება. კანდიდატებს თავად პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია, დაასახელებს.