ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების – სინოფარმისა და სინოვაკით აცრილთათვის საინტერესო სიახლეს აქვეყნებს. საქმე ეხება ახალ კვლევას, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ვაქცინების ექფეტიანობა კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტის მიმართ მაღალია.
“საინტერესო სიახლე სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის!
ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.
10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე.
აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება.
100% ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე!
70% ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე!59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!” – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”.