პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს ციხეში მოინახულა, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მის უწმინდესობას სთხოვს, სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ.
“მან მთხოვა მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნება ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას, სხვა არაფერი”, – აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.
მიხეილ სააკაშვილი 7 დღეა შიმშილობს.
მასთან დღეს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მივიდა, რომელმაც მესამე პრეზიდენტს პატრიარქის თხოვნა გადასცა. ილია მეორე სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს.