საქართველოში კორონავირუსის 2 661 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 30 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 803 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 559, ქვემო ქართლი – 158, შიდა ქართლი – 116, გურია – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 293, კახეთი – 420, მცხეთა-მთიანეთი – 58, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 8 331 აცრა ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია – 7,22%, ბოლო 14 დღის – 5,7%, ბოლო 7 დღის – 6,16%
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 274 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 597 654.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 36 840 ტესტი ჩატარდა.