24.11.2024

ძიუდოისტი გიორგი შერაზადიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ქართველი ძიუდოისტი, გიორგი შერაზადიშვილი ახალგაზრდებს შორის 81 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე ტურნირზე შერაზადიშვილმა 5 ორთაბრძოლა მოიგო. ფინალურ შეხვედრაში 20 წლის ქართველმა რუსეთის წარმომადგენელი, ადამ ტსეჩოევი დაამარცხა.

ცნობისთვის, მიმდინარე შეჯიბრზე ეს საქართველოს ნაკრების მე-2 ოქროს მედალია – 6 ოქტომბერს 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა ასევე პირველი ადგილი დაიკავა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img