25.11.2024

ბიძინა კულუმბეგოვი – თუ მოზრდილი მოსახლეობის 70-80% აიცრება, შემთხვევების რაოდენობა სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო სიკვდილიანობა ათჯერ შემცირდება

თუ მოზრდილი მოსახლეობის 70-80% აიცრება, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა სულ მცირე ხუთჯერ, ხოლო სიკვდილიანობა ათჯერ შემცირდება – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სანამ პანდემია მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, აუცილებელია ვაქცინასთან ერთად მუდმივად გვახსოვდეს დისტანცია და პირბადის ტარების მაჩვენებელი.

„წარმატებული ვაქცინაციის შემთხვევაში, თუ ეს იქნება მოზრდილი მოსახლეობის 70-80%, გვაქვს შესაძლებლობა ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმ ხუთჯერ, გარდაცვალებული ადამიანების რაოდენობა ათჯერ შევამციროთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რათა ჩვენ პანდემიის მართვის შესაძლებლობა და ბერკეტი გაგვიჩნდეს. სხვა გამოსავალი, მეტი რეცეპტი არც მსოფლიოს და არც ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img