25.11.2024

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა – 120/90; პულსი – 90; სატურაცია – 97. გლუკოზა – 101mg/dl.

მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ”, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img