შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ბათუმში, ღვითსმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც ნგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდიანრეობს.
26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.
შემთხვევის ადგილზე მეოთხე დღეა აღმართულია “გლოვის კედელი”, სადაც მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.