22.11.2024

კელი დეგნანი – ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას და არსებულ სიტუაციას

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასა და მისი პატიმრობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ელჩის განაცხადებით, ვაშინგტონის ინტერესია, საქართველოში პოლიტიკური პროცესები წარიმართოს დემოკრატიული პრინციპებით და წინასაარჩევნო მდგომარეობაში ხელი არ შეეშალოს პოლიტიკურ ასპარეზობას. 

“ვიცი, რომ ბევრი ქართველი ყურადღებით აკვირდება ბატონი სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას. მსურს, დაგარწმუნოთ რომ აშშ-ის საელჩო, ვაშინგტონი საკმაოდ ყურადღებით აკვირდება მის მდგომარეობას და არსებულ სიტუაციას.

მიმაჩნია, რომ არსებობს იმის სივრცე, პარტიების მხრიდან ყურადღების გადატანა მოხდეს არჩევნებზე, ამომრჩევლებთან ურთიერთობებზე, პროგრამების, იდეების და პლტფორმების გაცნობის კუთხით. კანდიდატებმა შეძლონ კამპანიების, პლატფორმების გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი პერიოდი იყოს მშვიდი და შეიქმნას შესაბამისი გარემო არჩევნების ჩასატარებლად. ამ საკითხებზე გვაქვს ძირითადად ყურადღება გამახვილებული და ბატონი სააკაშვილის მდგომარეობასაც დავაკვირდებით”, – განაცხადა კელი დეგნანმა. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img