23.11.2024

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 10%-ზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომპიტეტი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 10%-ზე ტოვებს

მონეტარული პოლიტიკის, იგივე რეფინანსირების განაკვეთი აღნიშნავს იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რომელშიც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ასესხებს თანხას. ინფლაციის მართვის (თარგეთირება) პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აძვირებს კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებს, რაც მათზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება კი – პირიქით. 

სებ-ის შეფასებით, საქართველოს წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური გამოწვევა მაღალი ინფლაციის დონეა, რომელიც კოვიდპანდემიითაა გამოწვეული.

“პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა მრავალი სირთულის წინაშე დააყენა. ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასების დაჩქარებული ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდის საზრუნავად რჩება როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში.

გაზრდილი ინფლაცია საქართველოსთვისაც გამოწვევაა. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3% შეადგინა. ინფლაციის ამ დონეს, ძირითადად, ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებს, რომლებიც 2020-2021 წლებში გლობალურად განსაკუთრებით გააქტიურებულია. წინასწარი შეფასებით, აღნიშნული ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტია”. – წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img