უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ საქართველოში არ შეუშვეს. „ახლახან გამომიცხადეს ოფიციალურად, რომ საქართველოში არ მიშვებენ. მიზეზები არ დასახელებულა. ამას ცალსახად ვუკავშირებ იმას, რომ წინა დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ორგანიზება გაეწიათ მიხეილ სააკაშილთან რუსთავის ციხეში ჩემი ვიზიტისთვის. ყველაფერი, რაც მოხდა, არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის,“- წერს გორდონი „ტელეგრამში“.