“ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც დღეს, 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე 17:00 საათზე დაიწყება, შეკრებილები ჰიმნის ახალ ვერსიას მოისმენენ.
მოქალაქეებს გაამხნევებს გელა გნოლიძის ბენდი, ასევე გუფილენდი და ზუკა ხუციშვილი.
ამის შესახებ ბაკურ ბაკურაძემ თქვა, რომელიც ღონისძების ორგანიზატორია.
“15:00 საათიდან ბენდები გაამხნევებენ საზოგადოებას, რომელიც დაიწყებს მოსვლას. გუფის ბენდი, გელა გნოლიძე, ზუკა ხუციშვილი პერიოდულად შეენაცვლებიან ერთმანეთს.
შემდეგ დაიწყება ღონისძიება, ღონისძიებაზე შესრულდება საქართველოს ჰიმნის ახალი ვერსია, რომელიც ეკუთვნის გიორგი დონაძეს.
ასევე შესრულდება ჩემი საქართველო აქ არის სრულიად ახალი ვერსია, რომელი ვერსიის ავტორიც ეკუთვნის ქეთი გაბისიანს. შეასრულებენ ჩვენი საუკეთესო მომღერლები. გამოვლენ ლიდერები, რომლებიც შეაჯამებენ საარჩევნო კამპანიის 4-თვიან შრომას”. – უთხრა ბაკურაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს.