24.11.2024

ხათუნა სამნიძე – არ ვთვლით, რომ გამოსავალია გვერდზე გადგომა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, ასევე, არც მანდატების დატოვებაა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება

ჩვენ არ ვთვლით, რომ გამოსავალია გვერდზე გადგომა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, ისევე როგორც არ მიგვაჩნია, რომ მანდატების დატოვება სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, – აღნიშნული განცხადება ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

“პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, ნებისმიერ არჩევნებზე სრულად პროპორციული სისტემა გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნებს მოვიპოვებთ, ის სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. თუკი ჩვენ ეს ცვლილებები არ მივიღეთ და საბაბი ოპოზიციური პარტიები გახდა, დარჩება 120/30-ზე შერეული სისტემა, რითაც “ქართული ოცნება“ გარანტირებულად დარჩება ხელისუფლებაში. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, დღესვე უნდა ვიყოთ მობილიზებული, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img