არის ასეთი ვერშემდგარი კულტურის მუშაკი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ რა გვინდოდა ამ პარლამენტში, შევპორწიალდითო. ეს არის მისი ციტატა, ხოდა შეპორწიალდნენ, ახლა გამოპორწიალდებიან, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანის გუშინდელ განცხადებას.
თეა წულუკიანის თქმით, ეს ცანცარა, ზედაპირული დამოკიდებულებაა პოლიტიკისადმი.
“აბა, რა შეიძლება ამ არასერიოზულობას უპასუხო. ეს არის არა პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ამას აკეთებს, არამედ არის რაღაც ცანცარა, ზედაპირული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და იმ უმნიშვნელოვანესი ორგანოსადმი, რომელიც არის პარლამენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში. ამიტომაც ამაზე სერიოზული კომენტარი ძალიან მიჭირს. ყველა იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც აგებს პასუხს მომავალი თაობების წინაშე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.