27.11.2024

თენგიზ ცერცვაძე – ვაქცინაციასთან ერთად, ეს ორი მედიკამენტი პრაქტიკულად რევოლუციას მოახდენს პანდემიის მართვაში

COVID19-ის სამკურნალოდ მსოფლიო ელოდება ორ უახლეს მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება აბების სახით, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ  განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, ამ მედიკამენტების კლინიკური გამოცდა თითქმის დასრულდა და დადასტურებულია, რომ წამალს ინფექციის გართულების რისკები 50%-დან 90%-მდე შეუძლია შეამციროს.

„ეს მედიკამენტები, როგორც კი პაციენტს დაუსვამენ დიაგნოზს, თუ მაშინვე დაიწყებს მიღებას, ვისაც აქვს დამძიმების რისკები, ან ასაკობრივი, ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების სახით, 50%-დან 90%-მდე ამცირებს მათი დამძიმების, ჰოსპიტალიზაციისა და შესაბამისად სიკვდილობის რისკს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციასთან ერთად, ეს ორი მედიკამენტი პრაქტიკულად რევოლუციას მოახდენს პანდემიის მართვაში.

მისივე თქმით, საქართველო Covid 19-ის სამკურნალო აბებს ერთ-ერთი პირველი მიიღებს

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img