24.11.2024

ამირან გამყრელიძე კოვიდვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსზე ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა გაიკეთა. გამრელიძე მაისში “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა, ახლა ე.წ. ბუსტერად “ფაიზერი” აირჩია. 

“სპეციალურად გავიკეთე ფაიზერით, რადგან ბევრი მოარული ჭორია, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს გაუვიდა ვადა. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ფაიზერი რომელიც წლის პირველ ნახევარში ადმინისტრირდებოდა, დაშვებული იყო ექვსთვიანი ვადა. ასევე იცით, რომ ფაიზერი ინახება -60-დან -80 გრადუსამდე და იქიდან გამოლღობის შემდეგ ხუთ დღეში უნდა გამოგეყენებინა ჩვეულებრივ ტემპერატურაზე. ამის შემდეგ ფაიზერმა და მარეგულირებლებმა შეცვალეს რეკომენდაციები და ფაიზერს ვადა აქვს უკვე ცხრა თვე მისი გამოშვებიდან თუ ის ინახება -60-დან -80 გრადუსამდე ტემპერატურაზე, გამოლღობის შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში ჩვეულებრივად მაცივრის ტემპერატურაზე”, – განაცხადა გამყრელიძემ. 

აცრის ბოლო დოზიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზით აცრა შეეძლება ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ყველა 18 წელს გადაცილებულ ადამიანს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img