,,დროას” წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ანალიზების მიხედვით, მისი სასიცოცხლო პარამეტრები მძიმდება.
ნამდვილად არ არის კარგი მდგომარეობა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით – მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ამ ორივე ადამიანის – მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას სიცოცხლე და ჯანმრთელობა პირდაპირ მათი პასუხისმგებლობაა , – განაცხადა გოგუაძემ ჟურნალისტებთან.
,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა ძალიან ვშფოთავთ, ვიცით რომ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. კონსილიუმი მასთან ჯერ არ შესულა და ველოდებით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოიჩენს ჰუმანურობას და მოგვაწვდის ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ანალიზების მიხედვით მისი სასიცოცხლო პარამეტრები მძიმდება, ნამდვილად არ არის კარგი მდგომარეობა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ორივე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა პირდაპირ მათი პასუხისმგებლობაა და გადადგან დროული ნაბიჯები მათი სიცოცხლის გადასარჩენად.
ჯერჯერობით ამ ოთახში არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღება, არანაირ გამწვავებას პარლამენტის შიგნით არ ვაპირებთ, თუ პროტესტის ფორმას შევცვლით, ამასაც გაგაგებინებთ, ოღონდ არ აქ და ახლა”, – აღნიშნა ნინო გოგუაძემ.