29.04.2024
- Advertisement -spot_img

პენიტენციური სამსახური – გიორგი მამალაძეს COVID 19 დაუდასტურდა, გადავიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის სამოქალაქო კლინიკაში შემდგომი დაკვირვებების მიზნით გადაიყვანეს.

პენიტენციურის ინფორმაციით, მამალაძე N18 დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსჯავრდადებულს 13 ნოემბერს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც ჩაუტარდა PCR ტესტი და დადასტურდა Covid-19.

„მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა ვივამედში მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img