22.11.2024

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს მსვლელობა გაიმართება და ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს მოქალაქეები მეტრო „ავლაბართან“ შეიკრიბებიან და მსვლელობით თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავენ.

ნიკა მელიას განცხადებით, ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.

„15 ნოემბერს, დღის 2 სააათზე ვიკრიბებით მეტრო „ავლაბართან“ , რის შემდეგ მსვლელობა გაიმართება და საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე გადაიკეტება. მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავე გახდება. არანაირი საფუძველი, რომ დღემდე მიხეილ სააკაშვილი არ არის გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში რეჟიმს არ გააჩნია, გარდა ერთისა – გარდა არაადამიანური მოპყრობით მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი შურისძიებისა. ეს არის უმწვავესი საპროტესტო, არაძალადობრივი აქცია, რომელსაც ხვალ გავმართავთ, მსგავსი ჯერ არ გაგვიმართია და ემსახურება გაფრთხილებას, რომ რეჟიმი გონს მოეგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო ფორმები გამწვავდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img