ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5.1 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 253 278 959 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5.1 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 47 068 710 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 763 064 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა