03.12.2024

CNN – რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან შეკავების მიზნით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტის დაწესებას განიხილავს

რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან შეკავების მიზნით, აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტის დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, სანქციები პუტინის ახლო გარემოცვას, ენერგომწარმოებლებსა და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან (საერთაშორისო გადახდის სისტემა) გათიშვას შეიძლება შეეხოს.

ოფიციალური წყაროების განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება ახალი სანქციების გამოყენების შესახებ ჯერ არ არის მიღებული და ამჟამად ბაიდენის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპელ პარტნიორებთან მოქმედების კოორდინაციის მიზნით.

ახალი სანქციები ასევე შეიძლება შეეხოს რუსულ ბანკებსა და რუსეთის სუვერენულ ვალს.

ერთ-ერთი ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ასევე სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს რუსეთის ენერგომწარმოებლებისთვის სავალო ვალდებულებების ბაზრებზე წვდომაზე უარის თქმის შესახებ.

„სანქციების საკმაოდ აგრესიული პაკეტი შევადგინეთ და გავაფრთხილეთ რუსეთი, რომ თუ ის უკრაინაში შეიჭრება, აშშ და ევროპა ყველაზე მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებენ, რაც კი ოდესმე დაწესებულა რომელიმე ქვეყნისთვის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიღმა“, – განაცხადა წყარომ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img