24.11.2024

ელენე ხოშტარია – ტელევიზიების ხელმძღვანელების წინააღმდეგ ხელოვნურად დაჩქარდა ე.წ სასამართლო პროცესები – „ოცნებაც“ აღარ მალავს, რომ ეს ღია პოლიტიკური დევნაა

ტელევიზიების, ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთლისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ძალიან ხელოვნურად დაჩქარდა, ე.წ სასამართლო პროცესები – მგონი უკვე „ოცნებაც“ აღარ მალავს, რომ ეს არის ძალიან ღია პოლიტიკური დევნა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.  

ხოშტარიას თქმით, პოლიტიკური ლიდერების და მედიის დევნის ფონზე, ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევა შეუთავსებელია.

„ვხედავთ, რომ ტელევიზიების, ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთლისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ძალიან ხელოვნურად დაჩქარდა ე.წ სასამართლო პროცესები. მგონი უკვე „ოცნებაც“ აღარ მალავს, რომ ეს არის ძალიან ღია პოლიტიკური დევნა. ეს ყველაფერი კი ხდება იმ განცხადებების ფონზე, რომ თითქოს პოლარიზაციის დაძლევა არის ამოცანა, რა თქმა უნდა, ეს ორი ერთად შეუთავსებელია. მე აბსოლუტურად ღია ვარ, დავჯდე ამ თემაზე სასაუბროდ თუმცა არ ვაპირებთ, რომ თავი მოვიტყუოთ, შევეგუოთ პოლიტიკურ დაჭერებს და ამან შეანელოს რაიმე სახით ბრძოლა, ამ ადამიანების უფლებებისთვის. დღესაც ამიტომ ვარ სასამართლოზე. დღეს ოპოზიციაში კონსულტაციები გვექნება სწორედ ამ თემაზე. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ამასთან გაჩერებას და შეგუებას“, – განაცხადა ხოშტარიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img