კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ფართო გავრცელებამ ინფიცირების შემთხვევების შემცირება და კორონავირუსი სეზონური დაავადების კატეგორიაში გადასვლა შეიძლება გამოიწვიოს.
„მძიმე შემთხვევების უმეტესობა არავაქცინირებულ პირებში იქნება. „ომიკრონის“ წყალობით უამრავ ადამიანს იმუნიტეტი განუვითარდება, რომელიც, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში გაძლებს. როგორც კი ამა თუ იმ ქვეყანაში „ომიკრონი“ შტამით ინფიცირების აფეთქება ჩაივლის, ერთი წლის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების შემცირება დაფიქსირდება და კორონავირუსის, როგორც სეზონური გრიპის მკურნალობა, შესაძლებელი გახდება. ადრე თუ გვიან, იქამდე მივალთ, რომ ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო“, – განაცხადა ბილ გეითსმა.