22.11.2024

რატომ ოკუპანტის „გასასაღებელი“ ვაქცინა და არა ნებისმიერი სხვა

მსოფლიოს ანტივაქსერული კამპანიის უკან ყოველთვის რუსეთის სახელი მოიაზრებოდა. აცრები, იძულებითი დაჩიპვა, კაცობრიობის გლობალური მართვა, ანტიქრისტეს გამეფება, მასონები და ისევ აცრები, როგორც ადამიანების პოპულაციის გაქრობის საფრთხე – ამ შეტყობინებების უკან რუსული სპეცსამსახურების კვალი იკვეთებოდა ხოლმე.

2018 წელს, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ ბრონიატოვსკიმ გამოაქვეყნა 2 მილიონი ფეისბუკ პოსტისა და Tweet-ერზე გამოქვეყნებული ანტივაქსერული მოწოდებების კვლევა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ასობით ათასი ანტივაქსერის უკან, ვინც მიზანმიმართულ პროპაგანდას ეწეოდნენ აცრების მავნებლობის შესახებ, რუსული ტროლები იდგნენ.

ანტივაქსერული კამპანია იმდენად წარმატებულად განხორციელდა, რომ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის ნაწილში დაინერგა მითები, თითქოს აცრები იწვევს აუტიზმს, სიმსივნეს, ალცჰეიმერის დაავადებას და სხვა. ცხადია, ამ დებულებების უკან არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ იდგა, მაგრამ ადამიანების ცნობიერებაზე შეტევამ თავისი შედეგი გამოიღო: – ანტივაქსერმა ბოტებმა რეალური ადამიანები აიყოლიეს კამპანიაში და ასობით ათასი მშობელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახლა უარს ამბობს შვილების აცრაზე.

რუსული პროპაგანდა Covid 19-ის საწყის ეტაპზეც ამ მითების დანერგვას ცდილობდა, მაგრამ ახლა, 2020 წლის ბოლოს, როდესაც რუსული ვაქცინა „კოვაქსი“ გამოჩნდა, რუსებმა პროპაგანდის ტექსტი შეცვალეს (შეგახსენებთ, რომ კვლევის ყველა საფეხური არც გაუვლია, ცდები მხოლოდ ცხოველებზე და რუსულ სამხედროებზე ჩაატარეს და პრეზიდენტმა პუტინმა კი უარი თქვა საკუთარი ქვეყნის წარმოებული აცრის გაკეთებაზე), ახლა ირკვევა, რომ მათ მიერ წარმოებული ათეულობით მილიონი ამპულა „გასასაღებელია“, საამისოდ კი ბაზარია მოსაძებნი, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერ-ჯერობით არ აღიარებს „კოვაქსს“, ხოლო რუსული ტროლების მიერ ანტივაქსერებად განწყობილი მოსახლეობის ნაწილი (ასეთი კი, უმეტესწილად მაინც პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობაა) ზოგადად აცრების მიმართაა სკეპტიკურად განწყობილი.

ამ ფონზე, საინტერესოა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველომ შესაძლოა განიხილოს რუსული ვაქცინის იმპორტი. ეკატერინე ტიკარაძემ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადეს, რომ საქართველომ „შესაძლოა განიხილოს“ რუსული ვაქცინა, თუ მას ჯანმო აღიარებს.

2021-ში, სავარაუდოდ, რამდენიმე ანტიკოვიდ ვაქცინა ექნება მსოფლიოს. თუ ამ ჩამონათვალში რუსული პრეპარატიც შევიდა და საქართველომ არჩევანი სწორედ რუსულ წარმოებაზე შეაჩერა, შესაძლოა კითხვები გაჩნდეს, რატომ ოკუპანტის „გასასაღებელი“ ვაქცინა და არა ნებისმიერი სხვა, როცა საქმე 1 400 000 ცალ დოზაზეა ლაპარაკი.

წყარო: საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

#კრემლიუნდადაინგრეს

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img