აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ კალანდარიშვილს?! – არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” წევრმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, დავუჭერთ თუ არა მხარს კალანდარიშვილს. თუმცა, არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ცესკო მუშაობდა ორგანიზებულად და ეფექტურად არჩევნების დღეს, შესაბამისად, აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ კალანდარიშვილს?! არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს, თუმცა, დავუჭერთ თუ არა გადაწყვეტილი არ გვაქვს,”- განაცხადა ელისაშვილმა.