22.11.2024

ლიზ ტრასი – პუტინმა უკრაინიდან უკან უნდა დაიხიოს, სანამ დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრi, ლიზ ტრასi რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უკრაინიდან უკან დაიხიოს სანამ დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს. მისი განმარტებით, კრემლმა ისტორიიდან გაკვეთილი ვერ ისწავლა – “შეჭრა დიდ მსხვერპლსა და საშინელ ჭაობს” გამოიწვევს.

“რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა ისეთ დიდი მსხვეპლსა და საშინელ ჭაობს მოგვიტანს, როგორიც საბჭოთა კავშირისა და ავღანეთის ომისას და ჩეჩნეთის კონფლიქტისას ვნახეთ”, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ლიზ ტრასის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ბრიტანეთი მზადაა დააწესოს მკაცრი სანქციები.

მინისტრმა უკრაინის კონფლიქტი ფართო კონტექსტით – ლიბერალურ და ავტოკრატიულ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებად განიხილა. ტრასის თქმით, ავტოკრატები გათამამდნენ და ცდილობენ დიქტატურის “ექსპორტს” მთელს მსოფლიოში. მისი თქმით, რეჟიმები, როგორიცაა ბელორუსია, ჩრდილოეთ კორეა და მიანმარი, ყველაზე ახლო მოკავშირეებს პოულობენ მოსკოვსა და პეკინში.

“ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას და მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და მნიშვნელოვანი დისკუსიებში ჩართვისკენ. ის, რაც ხდება აღმოსავლეთ ევროპაში, მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის“, – თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img