23.09.2024
- Advertisement -spot_img

პაატა იმნაძე – „ომიკრონს“ ტესტები ვერ იჭერს არასწორია, 100%-იანი გარანტია „პისიარ“ ტესტიც არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, მოსახლეობის 20%-ს კოვიდი გადატანილი არ აქვს და დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის  80%-მდე იმუნურია კორონავირუსის რომელიღაც ვარიანტის მიმართ, ანუ კორონავირუსის მიმართ.

პაატა იმნაძე, მოსაზრებას, „ომიკრონს“ ტესტები ვერ იჭერს არასწორს უწოდებს. 

„100%-იანი ცხოვრებაში და მით უმეტეს მედიცინაში არაფერი არსებობს. 100%-იანი გარანტია „პისიარ“ ტესტიც არ არის, რომელიც ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული უამრავი დაავადებების დიაგნოსტიკის და მათ შორის კოვიდის შემთხვევაში. ზამთარში დადის დაახლოებით 200 სხვადასხვა ვირუსი, რომელსაც შეუძლია გაციება გამოიწვიოს. გრიპის ვირუსიც საკმაოდ აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში. „ომიკრონს“ ტესტი ვერ იჭერს – ეს არასწორი ნათქვამია. ეს იშვიათია, თუმცა ასეთი შემთხვევებიც ხდება. ნებისმიერი რესპირატორული ვირუსის დროს აუცილებელია პირბადის ტარება. 

დღეს არის 100 000-ზე მეტი აქტიური ავადმყოფი და ჰოსპიტალური ადგილების 60%-ია დაკავებული. ჩვენი კვლევებით, დაახლოებით საქართველოს მოსახლეობის  80%-მდე იმუნურია კორონავირუსის რომელიღაც ვარიანტის მიმართ, ანუ კორონავირუსის მიმართ. ამაში შედიან – კოვიდგადატანილები, ორჯერადად აცრილები და ის გადატანილებიც, რომლებიც თავის დროზე არ იყვნენ ტესტირებულები. 20%-ს არ აქვს გადატანილი კოვიდი. არ ვიცით „ომიკრონ“ ვარიანტი რა შედეგებს მოგვცემს ხანდაზმულ ასაკში და აუცრელ პოპულაციაში“, – აცხადებს პაატა იმნაძე ტელეკომპანია “იმედთან”. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

5 კრეატიული იდეა, როგორ გამოიყენოთ თქვენი შვილების ხელოვნება:

რა უნდა გავაკეთოთ შვილების ხელოვნების ნამუშევრებით, როდესაც გროვდება და სივრცეს იკავებს? თითოეული მშობლისთვის ეს სასიამოვნო დილემაა. ბავშვების შემოქმედებას უდიდესი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img