23.11.2024

BLB: არ დაკმაყოფილდა Netflix-ის შუამდგომლობა გაფრინდაშვილის საქმის წარმოების შეწყვეტაზე

კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Netflix-ის შუამდგომლობა, შეწყვეტილიყო მის წინააღმდეგ გრანდმაისტერ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება.

ინფორმაცია ამის შესახებ იურიდიული კომპანია BLB ავრცელებს, რომელიც სასამართლოში მოჭადრაკის ინტერესებს იცავს.

“იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!

მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.

გილოცავთ ამ გამარჯვებას!” – წერს კომპანია სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img