22.11.2024

ენერგოომბუდსმენი – ყველა თეთრი, რომელიც აბონენტებმა ზედმეტად გადაიხადეს, უკლებლივ დაბრუნდება მათ ბალანსებზე

„ვინაიდან, ამ ორი კომპანიის („თელასისა“ და „თელმიკოს“) მისამართით, მოსახლეობის მასობრივი პრეტენზია უკვე განმეორებითია, მარეგულირებელ კომპანიასთან ერთად, გადავწყვიტეთ, ჩატარდეს ყოველმხრივი გენერალური შემოწმება. იქნება არა მხოლოდ დოკუმენტების გაცვლა და მათი შესწავლა, არამედ, მთლიანად, ტექნიკური ციკლის შესწავლა“, – აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

მისი თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც ზედმეტი თანხის გადახდა მოუწიათ, ეს თანხა ბალანსზე დაუბრუნდებათ.

„შესწავლით, დადგინდება, რა რაოდენობის ადამიანური რესურსი და რა მეთოდით იწარმოება აღრიცხვა, აქვთ თუ არა შესაძლებლობა, მრიცხველიდან ჩვენებები ამოიწერონ, მაშინვე ასახონ პლანშეტებში, როდის გადაგზავნიან, რამდენი წუთით გვიანდება ეს პროცესი და ა.შ. „თელასიცა“, ისე „თელმიკოც“ ლიცენზირებული კომპანიებია. შესაბამისად, მათ მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, ჯერ ფინანსური სასჯელით ისჯებიან, განმეორების შემთხვევაში – ასევე, ფინანსური სანქციით, ხოლო შემდგომში – ლიცენზიის ჩამორთმევით. რაც შეეხება თანხების დაბრუნებას – ყველა თეთრი, რომელიც ზედმეტად არის გადახდილი აბონენტების მხრიდან, უკლებლივ დაბრუნდება მათ ბალანსებზე“, – აცხადებს სალომე ვარდიაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img