22.09.2024
- Advertisement -spot_img

ნათია თურნავა – მსურს, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები, თუმცა გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები

ეკონომიკის მინისტრის რანგში გატარებული 3 წელი არ იყო მარტივი, მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში აგამრთულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სამთავრობო გუნდს, სამინისტროს გუნდს, ვის გვერდითაც ვიმუშავე 3 წელი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ის ნდობა, რომელიც გუნდმა გამომიცხადა. 3 წელი ვიყავი ამ მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ეს იყო მართლაც რთული წლები, მაგრამ, რაც მთავარია, შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება და სწრაფად განვითარდება. ახლა ახალი ინიციატივების პერიოდი მოდის, ახალი გამოწვევები დგას და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. წარმატებებს ვუსურვებ მას. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ეს 3 წელი არ იყო მარტივი, მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თქვენ მას გაგანდობთ. მადლობა ძალიან დიდი მედიას რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებებია. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დავითაშვილის შემცვლელი კი, მისი მოადგილე ოთარ შამუგია იქნება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საპარლამენტო არჩევნების წინ: პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებები და მათი გავლენა საზოგადოებრივ განწყობაზე

ეს დაპირისპირებები და პარტიების აგრესიული რიტორიკა პირდაპირ ახდენს გავლენას საზოგადოებრივ განწყობაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სულ უფრო ახლოვდება, რაც ქვეყნის პოლიტიკურ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img