23.09.2024
- Advertisement -spot_img

ჯო ბაიდენი – ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ. მისივე თქმით, ვითარება იძაბება და უკრაინაში რუსეთი შეჭრის შემთხვევაში ამერიკელების გადასარჩენად სამხედროების გაგზავნას არ აპირებს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა NBC News-ის ეთერში ისაუბრა.

“ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ [უკრაინა]… საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიასთან. ეს სულ სხვა სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად აირიოს”, –

კითხვაზე, არის თუ არა სცენარი, რომელმაც შეიძლება უბიძგოს  ამერიკელების გადასარჩენად ჯარები გაგზავნოს, ბაიდენმა უპასუხა:

“არა. როდესაც ამერიკელები და რუსეთი ერთმანეთის მიმართ სროლას იწყებენ, ეს მსოფლიო ომია. ჩვენ სრულიად სხვა სამყაროში ვიმყოფებით, ვიდრე ოდესმე. იმედი მაქვს, თუ [პუტინი] იმდენად სულელია, რომ [უკრაინაში] შეიჭრას, იმდენად ჭკვიანი მაინც იქნება, რომ არ ჩაიდინოს ისეთი რამ, რასაც ამერიკის მოქალაქეებზე უარყოფითი გავლენა ექნება”, – თქვა ბაიდენმა.”

რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 ათასი სამხედრო ჰყავს განლაგებული, თუმცა ამტკიცებს, რომ მეზობელ ქვეყანაში შეჭრას არ აპირებს. ამის პარალელურად კი მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

5 კრეატიული იდეა, როგორ გამოიყენოთ თქვენი შვილების ხელოვნება:

რა უნდა გავაკეთოთ შვილების ხელოვნების ნამუშევრებით, როდესაც გროვდება და სივრცეს იკავებს? თითოეული მშობლისთვის ეს სასიამოვნო დილემაა. ბავშვების შემოქმედებას უდიდესი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img