ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს სანქციები დაუწესა.
ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს აშშ-ს მიერ ახალ ინვესტიციებსა და სხვა ფინანსურ საქმიანობას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. ამასთანავე, იკრძალება ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან, პირიქით – ამერიკიდან სეპარატისტულ რეგიონებში ექსპორტს.
“უკეთ რომ განვმარტო, ეს ზომები განცალკევებულია და დაემატება იმ სწრაფ და მძიმე ეკონომიკურ ზომებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში”. – განმარტა თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება არღვევს უკრაინის სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.