22.09.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინა – ლუგანსკში რუსეთის 5 თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შევძელით

უკრაინის სახმელეთო ძალების ინფორმაციით, მათ ლუგანსკში რუსეთის 5 თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების ტელეგრამის გვერდზეა ნათქვამი.

ამასთანავე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, უკრაინის საჰაერო ძალები საჰაერო თავდასხმებს წარმატებით იგერიებს.

„დღეს, 5:00 საათზე რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებმა აღმოსავლეთში ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, ასევე მიიტანეს სარაკეტო – დაბომბვითი იერიშები აეროდრომებზე ბორისპოლში, ოზერნოში, კულბაკინოში, ჩუგუევაში, კრამატორსკში, ჩერნობაევკაში. ისინი ასევე თავს დაესხნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ობიექტებს. ამასთანავე, აგრესორმა დაიწყო უკრაინის ტერიტორიასა და დასახლებულ პუნქტებზე საარტილერიო თავდასხმა, სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ,“ – ნათქვამია უკრაინის შეირაღებული ძალების განცხადებაში.

მათივე განმარტებით, სახელმწიფოს თავდაცვის ძალები სრულ სამხედრო მზადყოფნაში არიან, მათ დაიკავეს და უჭირავთ თავდაცვითი პოზიციები და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ამასთანავე, გენერალურმა შტაბმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული დესანტი ოდესაში ჩავიდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საპარლამენტო არჩევნების წინ: პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებები და მათი გავლენა საზოგადოებრივ განწყობაზე

ეს დაპირისპირებები და პარტიების აგრესიული რიტორიკა პირდაპირ ახდენს გავლენას საზოგადოებრივ განწყობაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სულ უფრო ახლოვდება, რაც ქვეყნის პოლიტიკურ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img