23.11.2024

პუტინის ომის შეწყვეტის პირობები: ყირიმის რუსეთად ცნობა, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, უკრაინის ნეიტრალიტეტი

საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომის შეწყვეტის პირობები დაასახელა.

ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზეა განთავსებული.

პუტინმა აუცილებელ პირობად დაასახელა „უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების უპირობო გათვალისწინება“, რაც, მისი თქმით, მოიცავს: ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას; უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას; ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.

კრემლის ლიდერმა ასევე გაიმეორა თავისი განცხადებები, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები „არ ემუქრებიან მშვიდობიან მოსახლეობას და არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე“.

„მან ამ ყველაფერში „უკრაინელი ნაციონალისტები“ დაადანაშაულა“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img