29.04.2024
- Advertisement -spot_img

პრეზიდენტი – ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას – საქართველო და უკრაინა არიან ქვეყნები, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი

ჩვენგან არავინ არ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ საქართველს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს მთელი ევროპა ერთიანია და ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ.

„საქართველოს ღირსება ყოველთვის ისტორიულად და დღესაც იყო, რომ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით იქ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო.

ჩვენგან არავინ არ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და ამისთვის ჩამოვედი დღეს, აქ, პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ.

დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ.

მე მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგან, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი. იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, ერთიანობით, თავისი უკრაინის აქტიური მხარდაჭერით.

ყველანი ვართ მადლიერები დღეს უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img