ჩინურმა სოციალურმა პლატფორმამ, TikTok-მა რუსეთში ახალი მასალის ატვირთვისა და პირდაპირ ეთერში ჩართვის საშუალება შეაჩერა. კომპანიამ ზემოხსენებული გადაწყვეტილება რუსეთში “ყალბი ინფორმაციის” შესახებ დამტკიცებული კანონის გამო მიიღო.
როგორც კომპანიის განცხადებაში წერია, მათთვის მთავარ პრიორიტეტს საკუთარი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება წარმოადგენს.
“რუსეთში “ყალბი ინფორმაციის” შესახებ მიღებული კანონის ფონზე, არ გვქონდა სხვა არჩევანი, გარდა ახალი მასალის ატვირთვისა და პირდაპირ ეთერში ჩართვის შეჩერებისა. პარალელურად, ჩვენ დავაკვირდებით და განვიხილავთ ამ კანონის მიერ უსაფრთხოების მხრივ მოტანილ შედეგებს”. – წერია განცხადებაში.