26.11.2024

Fitch-მა რუსეთის საკრედიტო მაჩვენებელი C დონეზე შეაფასა, რაც “გარდაუვალ” დეფოლტზე მიუთითებს

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა რუსეთის საკრედიტო მაჩვენებელი C დონეზე – მეორე ყველაზე დაბალ დონემდე შეამცირა და აღნიშნავს, რომ რუსეთში დეფოლტი “გარდაუვალია” უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყნის ფინანსური იზოლაციის გამო. ფინანსური დეფოლტი აღებული ვალების ვერ ან არდაბრუნებას ნიშნავს.

Fitch-მა რუსეთის საკრედიტო სტატუსი ამ თვეში უკვე მეორედ შეცვალა. მანამდე კი კომპანიამ რუსეთს საინვესტიციო სტატუსიც ჩამოართვა.

ამასთან, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-მა 50-ზე მეტი რუსული კომპანიის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ვალუტაში. რეიტინგის დაქვეითება შეეხო ისეთ კომპანიებს, როგორიცაა “გაზპრომი”, “როსნეფტი”, “რუსეთის რკინიგზა”, MTS, „ალროსა“ და „X5 ჯგუფი“. როგორც S&P-მა განმარტა, ფაქტი რუსეთის რეიტინგის “CCC-“მდე დაქვეითებით არის განპირობებული.

მიმდინარე კვირაში ოფიციალურმა მოსკოვმა თავადაც აღიარა, რომ სანქციები ქვეყნის მიერ ვალების გადახდაზე გავლენას მოახდენს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img