29.04.2024
- Advertisement -spot_img

მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს – ჭარბი შესყიდვებით არც თავი დაიზიანოთ და არც სხვები

საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას თქმით, სავაჭრო ქსელებში მიწოდების მხრივ შეფერხებები მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება, რაც ხელოვნურად იწვევს დეფიციტს. ჭყონიას თქნით, ამ ეტაპზე, ბაზარზე სტაბილური ვითარებაა.

“გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდა დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“, – თქვა ივა ჭყონიამ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

ასევე, 1 აპრილიდან ქარხანა აგარის შაქარი სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას და ბაზარზე შაქრის შეუფერხებელი მიწოდება უზრუნველყოფილი იქნება.

“დღევანდელ დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგები. პირველი აპრილიდან ქარხანა აგარის შაქარი სრულად დაიტვირთება. შესაბამისად, ადგილზე მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება შესაძლებელი“, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ასევე დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა,რომ საქართველოში სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ დეფიციტი არ არსებობს.

“დღეს არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან საჭირო მიმართულებების მხარდაჭერა, ასევე ბიზნესისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. იმპორტიორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ; სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარაგების მხრივ არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალურ კოორდინაციაში ვიმუშავებთ იმპორტიორებთან და მიმწოდებლებთან”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველო შაქარს ძირითადად ბრაზილიიდან ყიდულობს. 2021 წელს საქართველოში 60.4 მილიონის ღირებულების 120.7 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა.

საქართველომ შესყიდული შაქრის თითქმის ნახევარი 57 ათასი ტონა ($28.2 მლნ) ბრაზილიიდან მიიღო, იმპორტში შემდეგ ადგილებზე თურქეთი ($14.3 მლნ) და პოლონეთი ($10.6 მლნ) არიან.

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა საქართველოს შაქრის იმპორტში მერვე ადგილზეა ($0.1 მლნ), ხოლო რუსეთი – მეთორმეტეზე ($0.1 მლნ).

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img