საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სასესიო დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა. დღეს სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით მიმართავს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან, ასევე პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. პარლმენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას დაესწრებიან სასულიერო პირებიც.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ პლენარული სხდომა დაიხურება.