რუსმა სამხედროებმა კიევში საავიაციო ქარხანა “ანტონოვი” დაბომბეს – ამის შესახებ ინფორმაცია “ტელეგრამ” არხებზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაცით, ნასროლია 3 რაკეტა და ქარხანაში ხანძარია.
ჭურვები მოხვდა ასევე, მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლსაც.
წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 2 ადამიანი და დაშავებულია – 7. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე და მოახდინეს მათი ევაკუაცია.
სამძებრო სამუშაოები გრძელდება.