22.09.2024
- Advertisement -spot_img

სალომე ზურაბიშვილი უკრაინელებს – ქართველები მხარს გიჭერთ, თქვენთან ერთად ვართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში

მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ, ქართველები, მხარს გიჭერთ, თქვენთან ერთად ვართ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიცით, რას ნიშნავს ეს და ვიცით, ამ პირველი თვის განმავლობაში, რაოდენ ვაჟკაცურად გაუწიეთ წინააღმდეგობა, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს, ვიდეომიმართვაში.

ზურაბიშვილის თქმით, უკრაინელები იბრძვიან როგორც მათი, ასევე საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

,,ქართველი მოსახლეობის, ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა, მივმართო მეგობრებს, უკრაინის მოქალაქეებს, მათ, ვინც იბრძვიან ქალაქებში, რომელთაც იცავენ, სადაც წინააღმდეგობას უწევენ – მარიუპოლში, კიევში, ხარკოვში, ოდესაში. მინდა, მივმართო უკრაინელ ქალებს, რომელთაც ამ ბრძოლაში, მხარდაჭერაში, თავიანთი სიმამაცე გამოავლინეს. მინდა, მივმართო უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში არიან და მათი ნაწილი, საქართველოშიც ჩამოვიდა. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ, ქართველები, მხარს გიჭერთ, თქვენთან ერთად ვართ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიცით, რას ნიშნავს ეს და ვიცით, ამ პირველი თვის განმავლობაში, რაოდენ ვაჟკაცურად გაუწიეთ წინააღმდეგობა, ზუსტად ამ 29 დღის განმავლობაში და ეს არის 29 გამარჯვება, რომელიც თქვენ უკვე მოიგეთ, რუსეთზე წინააღმდეგობის გაწევით, იმით, რომ აჩვენეთ, რომ ის, რაც ყველას ზესახელმწიფოდ მიაჩნდა, არ არის საკმარისად ძლიერი, რომ უკრაინა დაამარცხოს. მინდა, მთელი გულით გისურვოთ წარმატება, გამარჯვება, რადგან ჩვენ, როგორც თქვენმა მეგობრებმა, ვიცით, რომ თქვენ ხართ ის, ვინც იბრძვით თავისუფლებისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის და ასევე ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენს საერთო გზაზე. მადლობა, უკრაინა, დიდება უკრაინას!”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

როგორ ცვლის ტექნოლოგიები ჩვენს ტვინს, შესაძლებლობებსა და მომავალს

ნაწილი I: ტვინის ცვლილებები ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად თანამედროვე სამყაროში მუდმივი ტექნოლოგიური კომუნიკაცია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ტვინზე. კვლევები აჩვენებს, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img