05.12.2024

191 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა – “საზოგადოება და ბანკები”

“საზოგადოება და ბანკების” ინფორაციით, 2022 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 191800 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი, რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 11%-დე გაიზარდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8554 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

„1 თებერვლიდან 1 მარტამდე, ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 1900 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 8596 მილიონიდან 8554 მილიონ ლარამდე შემცირდა.

191800 ხელშეკრულებიდან 84900 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1182 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მარტის მდგომარეობთ 22.17% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მარტის მონაცემებით 67000 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.95%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2927 მილიონი ლარია.

36200 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 თებერვალთან შედარებით 100-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 4335 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1191 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 16.17%-ში, ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 მარტის მონაცემებით 3144 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13.98%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მარტის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 17 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 20.66%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3000 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 89 მილიონი ლარია.

1 მარტის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 40.5%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე – 22.17%.

1 მარტის მდგომარეობით, შემცირებულია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა გაზრდილია. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე 12.72% -დან 11.95%-მდე.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ეკონომიკაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების ერთობლივი ეფექტითაა გამოწვეული. პანდემიით გამოწვეულ ინფლაციურ პროცესებს თან დაერთო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული ინფლაციური ზეწოლა. თებერვლის თვის ინფლაციამ 13.7% შეადგინა. შემდგომ თვეებში კი მოსალოდნელია კლება, თუმცა გაგრძელებული ინფლაციის ფონზე, ახალი შოკის დამატების პირობებში, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინების ფორმირების გაზრდილი რისკია, რითიც აიხსნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კიდევ უფრო გამკაცრება. ინფლაციური ზეწოლის ერთი მთავარი არხი ნავთობის ფასების ზრდაა, რაც ეკონომიკის სექტორებში ჯაჭვურად იწვევს ფასების ზრდას და შესაბამისად დიდი კონტრიბუცია აქვს ინფლაციაში, ხოლო მეორე წყარო მიწოდების არხია. არსებულ ვითარებაში, როდესაც რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე მოხდება ფასების ზრდა.

რაც შეეხება მოთხოვნის ფაქტორებს, მიმდინარე კრიზისის ფონზე საგარეო მოთხოვნის ზრდა ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო ეკონომიკური ზრდის სავარაუდო შენელების გამო ერთობლივი მოთხოვნის ზეწოლაც ფასებზე შემცირებული დარჩება. მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან“, – აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img