23.11.2024

ზელენსკი – თუ არ იქნება იარაღის მოწოდება, რომელიც გვჭირდება, ამას რუსეთი უფრო შორს წასვლის ნებართვად ჩათვლის

თუ არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მართლაც მტკივნეული პაკეტი და თუ არ იქნება იარაღის მოწოდება, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება და არაერთხელ მივმართეთ, რუსეთი ამას ჩათვლის როგორც ნებართვას, უფრო შორს წასვლის ნებართვას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დასავლეთს, რუსეთზე უფრო მკაცრი სანქციების დაწესებითა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით, აგრესიის შეჩერება შეუძლია.

,,კარგია, რომ შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა შეაჩერა რუსეთის შესაძლებლობა, ვალის გადასახდელად, აშშ-ის საბანკო ანგარიშები და მასთან დაკავშირებული აქტივები გამოიყენოს, ეს საგრძნობია და ამისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის საჭირო, ომის შესაჩერებლად. თუ არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მართლაც მტკივნეული პაკეტი და თუ არ იქნება იარაღის მოწოდება, რომელიც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება და არაერთხელ მივმართეთ, რუსეთი ამას ჩათვლის როგორც ნებართვას, უფრო შორს წასვლის ნებართვას, თავდასხმების ნებართვას, დონბასში, ახალი სისხლიანი ტალღის დაწყების ნებართვას. ამის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჯერ კიდევ შეიძლება ისეთი სანქციების დაწესება, რასაც უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, დაჟინებით მოითხოვს ჩვენი ხალხი. ჯერ კიდევ შესაძლებელია, მოგვცენ იარაღი, რომელიც ნამდვილად შეაჩერებს ამ აგრესიას, დასავლეთს ამის გაკეთება შეუძლია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img