23.11.2024

ზელენსკი – მარიუპოლი ომის გულია, თუ ფეთქვას შეწყვეტს ჩვენ სუსტ პოზიციაში აღმოვჩნდებით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „მარიუპოლი ომის გულია, თუ ფეთქვას შეწყვეტს ჩვენ სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებიან“. როგორც ზელენსკიმ AP-სთან ინტერვიუში განაცხადა, თუ უკრაინას მარიუპოლსა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი პოზიციები ექნება, მაშინ რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაც უფრო ახლოს იქნება.

„მარიუპოლი დღეს ომის გულია. ის ფეთქავს. ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ძლიერები ვართ. თუ ის შეწყვეტს ფეთქვას, ჩვენ უფრო სუსტ პოზიციაში ვიქნებით. მარიუპოლის მცველები ის ხალხია, ვისზეც მტრის ძალების დიდი ნაწილის ყურადღებაა კონცენტრირებული.

რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიცია მარიუპოლში, უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიცია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და უფრო ძლიერ დაპირისპირება შეხვდებათ [უკრაინის] გაერთიანებული ძალებს. და თუ ისინი [უკრაინელები] უფრო ძლიერები იქნებიან, მოლაპარაკებების მაგიდა კიდევ უფრო ახლოს იქნება. და ჩვენ გვექნება უპირატესობა რუსეთის ფედერაციასთან დიალოგში.

თუ ჩვენ სუსტი პოზიცია გვექნება ყველა ამ მიმართულებით, მაშინ მოლაპარაკებები არ შედგება, რადგან რუსეთი ყველა ნაბიჯს გადადგამს, რაც გამოიწვევს მათ დაბრუნებას ამ დროისთვის გათავისუფლებულ ქალაქებში. შესაძლოა მათ [ქალაქებს] დაესხან თავს და მოლაპარაკებებში ჩვენი პოზიცია უფრო სუსტი იქნება და ალბათ, რუსეთის მხარისთვის საინტერესოც არ იქნება.

ეს შეიძლება მოხდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ სხვა შედეგის გვჯერა, საკუთარი გამარჯვების გვჯერა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img