ბუჩას მერის, ანატოლი ფედორუკის განცხადებით, ქალაქში აღმოჩენილი ცხედრების თითქმის 85%-ს ნატყვიარი აქვს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ბუჩაში განზრახ მკვლელობები ჩაიდინეს“, – განაცხადა მერმა.
მისი თქმით, ქალაქში აღმოჩენილი ცხედრები მორგებში იგზავნება და შესაბამისი პროცედურების შემდეგ, დასაკრძალად ახლობლებს გადასცემენ