23.11.2024

იაპონიამ ოთხ სადავო კუნძულს რუსეთის მიერ არალეგალურად ოკუპირებული უწოდა

იაპონიამ თითქმის 20 წლის განმავლობაში პირველად, ოთხ სადავო კუნძულს რუსეთის მიერ არალეგალურად ოკუპირებული უწოდა.

პარასკევს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ დიპლომატიურ ანგარიშში, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კუნძულები, რომლებსაც რუსეთი სამხრეთ კურილებს უწოდებს, იაპონიამ ჩრდილოეთ ტერიტორიებად მოიხსენია.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ იაპონია ხედავს კუნძულებს, როგორც იაპონიის ტერიტორიებს, რომლებზეც სუვერენული უფლებები აქვს, მაგრამ ამჟამად ისინი რუსეთის მიერ უკანონოდაა ოკუპირებული.

იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს სანაპიროსთან მდებარე სადავო ტერიტორიები საბჭოთა ძალებმა 1945 წელს დაიპყრეს. სადავო ტერიტორია 4 ცალკეული კუნძულისგან შედგება: ეტოროფუ, კუნაშირი, შიკოტანი და ჰაბომაი. უთანხმოებამ იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს ამ კუნძულებს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და გადაუჭრელი ტერიტორიული დავა გამოიწვია, რაც ათწლეულებია გრძელდება. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img