23.12.2024

საიდუმლო არ არის სად არის პუტინი, რომელ ბუნკერში – უკრაინის ყოფილი შს მინისტრი

უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი​, არსენ ავაკოვი Украина 24-თან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პუტინი ბირთვული დარტყმის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს არის ის, რომ ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ, საპასუხო დარტყმა განხორციელდება იმ ადგილას, სადაც დიქტატორი იმალება. მისი თქმით, პუტინის ადგილსამყოფელი დასავლური სამსახურებისთვის ცნობილია. გარდა ამისა, ავაკოვი მიიჩნევს, რომ შემაკავებელი ფაქტორია ასევე, ბრიტანელების განცხადება შესაძლო პრევენციული დარტყმის შესახებ.

„ნათელი გახდა, რომ დასავლური სამსახურებისთვის საიდუმლო არ არის, სად არის პუტინი, რომელ ბუნკერში. თუ ყველა შეზღუდვა მოიხსნება (და ბირთვული იარაღის გამოყენება არის შეზღუდვების მოხსნა), არ არის გამორიცხული, რომ განხორციელდება მიზანმიმართული დარტყმა იმ ადგილას, სადაც პირადად პუტინი იმყოფება”, – ამბობსავაკოვი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img