“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84% ქართულ ჯარზე კარგი აზრისაა, რეიტინგით მეორე, 81%-ით, საქართველოს საპატრიარქოა, ხოლო პოლიცია გამოკითხულთა 63%-ს მოსწონს.
ამავდროულად კვლევის თანახმად ქართული ჯარი გამოკითხულთა 12%-ს არ მოსწონს, საპატრიატქო – 14%-ს, პოლიცია კი 34%-ს.
იუსტიციის სამინისტროს მუშაობა 61%-ს მოსწონს, თუმცა მისი მუშაობით 34% უკმაყოფილოა.
კვლევის მიხედვით:
ქართული მედიის მუშაობით კმაყოფილებას გამოკითხულთა 60% გამოხატავს, მაშინ როდესაც მისი მუშაობით უკმაყოფილოთა რაოდენობა 36%-ს შეადგენს.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო მოსწონს 58%-ს, უკმაყოფილო კი 38%-ია.
ომბუდსმენის ოფისის მუშაობა მოსწონს 57%-ს, მისით უკმაყოფილო 35%-ია.
პრემიერ- მინისტრის ოფისის მუშაობით 48%-ია კმაყოფილი, 48% კი უკმაყოფილო.
საქართველოს მთავრობა 46%-ს მოსწონს, 51%-ს კი არა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციით 48%-ია კმაყოფილი, უკმაყოფილო 46%.
საჯარო საგანმანათლებლო სისტემა 40%-ს მოსწონს, 55% კი მისით უკმაყოფილოა.
40% მოსწონს პოლიტიკური პარტიები, 57% მათით უკმაყოფილოა.
ეროვნული ბანკით 29%-ია კმაყოფილი, 59% კი უკმაყოფილო.
48% კმაყოფილია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობით, 48% უკმაყოფილო.
საქართველოს პარლამენტის მუშაობით კმაყოფილებას 44% გამოხატავს, უკმაყოფილო კი 54%-ია.
სასამართლოებისადმი კმაყოფილებას 38% გამოხატავს, უკმაყოფილებას კი 48%.
28%-ია კმაყოფილი პროკურატურით, 46% – უკმაყოფილო.
რეიტინგის ბოლო ადგილზე გუბერტნატორები არიან, მათი მუშაობით 27%-ია კმაყოფილი, 44% – უკმაყოფილო.